სუპერ-პოპულარული სამი რუსი მოდელიდან (ნატალია ვოდიონოვა, ნატაშა პოლი, ირინა შეიკი) ნატაშა პოლი ერთადერთია, რომელსაც ფეხბურთი ყველაზე ნაკლებად აინტერესებს, მაგრამ რაკი სხვა გზა აღარ დაუტოვეს, ნატაშამაც ამოღერღა, რომ ფეხბურთით დაინტერესდა და რუსეთის ნაკრებს კვლავინდებურად უქომაგებს.
ნატაშა მეგობარმა მოდელებმა სტადიონზე პირველად გასულ ზაფხულს რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დროს წაიყვანეს, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მთავარი სპორტული არენების ტრიბუნებზე გამოჭომეს და ფოტოებიც მალიმალ უღეს.ამან ბევრ აფიქრებინა, რომ ნატაშაც “საფეხბურთო სექტის“ წევრი იყო.
სამოდელო კარიერას რაც შეეხება, უკვე 33 წლის მოყრილი ნატაშა პოლი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი და წარმატებული ფეშენ-მოდელია. მას რუსმა კუწურიეებმა “თაობის საუკეთესო მოდელიც“ კი უწოდეს, რაც ლამაზმანმრავალ რუსეთში მართლაც რომ უდიდეს და თვალშეუდგამ აღიარებად უნდა ჩაითვალოს.