აურაცხელი ტიტულის მომგები ბრიტანელი მეჩოგნე სერენა უილიამსი თავპატიდაუდებლად დათანხმდა თანამემამულე რეჟისორს საკმაოდ საინტერესო შეთავაზებაზე და სულ მალე ამ ათლეტური აღნაგობის ქალბატონს მხატვრულ ფილმში ვიხილავთ, სადაც ის წესების გარეშე მებრძოლი, კრიმინალი ქალის როლს შეასრულებს.
ფილმის გადაღებები სულ მალე დაიწყება და მეჩოგნეს საკუთარი გრაფიკი უკვე ისე აქვს შედგენილი, რომ სპორტული კარიერის პარალელურად მოახერხოს გადაღებებში მონაწილეობა. ცნობილი არაა თუ რამდენს გადაუხდიან ამ გამოწვევაში სერენას, თუმცა ასეთი მდიდარი ქალისთვის ფულის რომ არ იქნება გადამწყვეტი - ცხადია.
სერენა უილიამსი ამბობს, რომ მას ბავშვობაში ძალიან სურდა მსახიობობა და საამისო მონაცემებიც ქონდა, მაგრამ ჩოგბურთმა მთლიანდ შთანთქა მისი ცხოვრების ახალგაზრდული პერიოდი და მხოლოდ ახლაღა მიეცა შანსი ეს ოცნება აისრულოს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ გარდაისახება “კრიმინალ ქალად“ სერენა უილიამსი.