პრემიერლიგის 24-ე ტური „ლივერპულისთვის“ შესაძლოა, საჩემპიონოც გამოდგეს. საბოლოო შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ სამშაბათს, “სიტიმ” მოულოდნელად „ნიუკასლთან“ წააგო და თუ ოთხშაბათს, ლიდერმა „ლივერპულმა“ შინ „ლესტერს“ მოუგო, უშუალო მდევარს შვიდი ქულით გაუსწრებს და მერსისაიდელთა დაწევა ძალიან გაჭირდება.
არადა, „ქალაქელთათვის“ ყველაფერი საუცხოოდ დაიწყო. უკვე 36-ე წამზე აგუერომ გახსნა ანგარიში. მერე, სტუმრები თითქოს მოეშვნენ, მაგრამ ისე არა, რომ წასაგები ჰქონოდათ თამაში. მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლებმა იძალეს. ჯერ სალომონ რონდონმა გაათანაბრა, მერე კი მეტ რიტჩიმ ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტიანი და მრისხანე „ქალაქელები“ გაწბილებულნი გაისტუმრა.
„სიტის“ თანაქალაქლმა „იუნაიტედმა“ კი ახალი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობთ პირველად წააგო, საშუალო „ბარნლისთან“. არადა, მანამდე ზედიზედ რვა მატჩი მოეგოთ. თუმცა, „ეშმაკუნებს“ გული მაინცდამაინც არ უნდა დასწყდეთ, ისინი 0:2 აგებდნენ და ბოლო წუთებზე დააღწიეს მარცხს თავი. 87-ზე პოლ პოგბამ გაიტანა ერთი საპასუხო. მეორე წაატებულ წუთზე კი ვიკტორ ლინდელოფმა გაათაბრა.
„არსენალმა“ „კარდიფს“ 2:1 აძლია და ჩემპიონთა ლიგის ზონას მიადგა.
ინგლისი
პრემიერლიგა. 24-ე ტური. 29 იანვარი
არსენალი - კარდიფი 2:1
ლონდონი. „ემირეითსი.“ 59 933
1:0 ობამეიანგი (88, პენ), 2:0 ლაკაზეტი (83), 2:1 მენდეს-ლენგი (90+4)
არსენალი: ლენო, ლიხტშტაინერი (ჯენკინსონი 60), მუსტაფი, მონრეალი, კოლაშინაცი, ელ-ნენი (ივობი 46), ტორეირა, გენდუზი, იოზილი (რემზი 76), ლაკაზეტი, ობამეიანგი
მწვრთნელი: უნაი ემერი
კარდიფი: ეთერიჯი, პელტერი, მანგა, ბამბა, ბენეტი, გუნარსონი, პატერსონი, არტერი (ჰარისი 82), რელზი, რიდი (მენდეს - ლენგი 70), ნიასი (ზოჰორე 73)
მწვრთნელი: ნილ უორნოკი
მსაჯი: მაიკ დინი
გაფრთხილება: მონრეალი (29), გენდუზი (45+2), ლაკაზეტი (81); პატერსონი (36), არტერი (63), რელზი (89)
მანჩესტერი - ბარნლი 2:2
მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 74 529
0:1 ბარნსი (51), 0:2 ვუდი (81), 1:2 პოგბა (87, პენ), 2:2 ლინდელოფი (90+2)
მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, ჯოუნსი, იანგი, შოუ, პოგბა, პერეირა (ლინგარდი 63), მატიჩი, მატა, რაშფორდი, ლუკაკუ (სანჩესი 68)
მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი
ბარნლი: ჰიტონი, ტეილორი, ტარკოვსკი, მი, ბერდსლი, კორკი, ჰენდრიქსი, ვესტვუდი, მაკნილი (გუდმუნდსონი 78), ბარნსი, ვუდი
მწვრთნელი: შონ დაიჩი
მსაჯი: ჯონათან მოსი
გაფრთხილება: მატა (72); ბარნსი (62), ტეილორი (74), კორკი (90+5)
ნიუკასლი - სიტი 2:1
ნიუკასლი. „სენტ ჯეიმსიზ პრკი.“ 50 861
0:1 აგუერო (1), 1:1 რონდონი (66), 2:1 რიტჩი (80, პენ)
ნიუკასლი: დუბრავკა, იედლინი, შერი, ლასკელესი, ლეჟენი, რიტჩი, ჰაიდენი, ლონგსტაფი, ატსუ (კენედი 87), პერესი (მანკილიო 90+2), რონდონი
მწვრთნელი: რაფა ბენიტესი
სიტი: ედერსონი, ლაპორტი, დანილო (გიუნდოგანი 83), სტოუნზი, უოკერი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა, დე ბრუინი (ბერნარდუ სილვა 65), სანე (ჟეზუსი 73), აგუერო, სტერლინგი
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
მსაჯი: პოლ ტირნი
გაფრთხილება: პერესი (54), შერი (72); დე ბრუინი (17), სტერლინგი (34), ფერნანდინიო (90+2)
ვულვზი - ვესტ ჰემი 3:0
1:0 საისი (66), 2:0, 3:0 ხიმენესი (80, 86)
ფულემი - ბრაიტონი 4:3
0:1, 0:2 მიურეი (3, 17), 1:2 ჩემბერსი (47), 2:2, 3:2 მიტროვჩი (58, 74), 4:2 ვიეტო (79)
ჰადერსფილდი - ევერტონი 0:1
0:1 რიშარლისონი (3)
გაძევება: დინი (66)