ჩოგბურთი

0:10 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარეიმ ოპერაცია გაიკეთა

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ ბარძაყის ძვლის ოპერაცია გაიკეთა. ამის შესახებ თავად ენდი მარეიმ განაცხადა და სოციალური ქსელის მეშვეობით ფოტოც გაავცელა.

"ოპერაცია ახლახანს დასრულდა. იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვსურს. ექიმების თქმით სარეაბილიტაციო ეტაპი რამდენიმე თქვე გაგრძელდება. იმედია მალე კორტს დავუბრუნდები - განაცხადა მარეიმ.

ენდიმ რამდენიმე კვირის წინ კარიერის შესაძლო დასრულებაზე განაცხადა. ენდიმ გასულ წელსაც გაიკეთა ბარძაყის ძვლის ოპერაცია, რის გამოც თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა.

თეგებიენდი მარეი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123214