კალათბურთი

13:15 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბერიშვილს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის “ალ შამალმა” ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურში მე-10 გამარჯვება იზეიმა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

ცინცაძემ ზედიზედ მე-2 მატჩი გამოტოვა (სავარაუდოდ, ტრავმის გამო), ბერიშვილი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნა და წარმატებაში სოლიდური წვლილი შეიტანა.
“ალ შამალმა” “ყატარს” 73:65 სძლია, ქართველმა ლეგიონერმა კი 39 წუთში 14 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. მიშამ 2-დან 1 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ გუნდის ლიდერ მოჰამედ ჰარატის (34) ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულას 15 მოხსნა და 5 პასი წაამატა.

0.116745