ბელგიური „გენტს“ ერთთვიანი პაუზის მერე გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა. „კორტრაიკთან“ ჩვენებურმა ბოლო 20 წუთი ითამაშა და გამარჯვების გოლში, რომელიც დე სმეტმა გაიტანა, მონაწილეობაც მიიღო.
ნამატჩევს, „გენტის“ თავკაცმა“ ჩვენებურის შესახემ მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მზადაა:
„ყველა ბეზუსის ტექნიკის შესახებ საუბრობდა, მაგრამ დღეს თავისი საბრძოლო სულიც დაგვანახა. აგრეთვე, ჩაკვეტაძემ დაამტკიცა, რომ კვლავ მზადაა სათამაშოდ“, - ციტირებს „გენტის“ საიტი თორუპის სიტყვებს.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე გასული წლის დეკემბერში დაშავდა. აქვე გეტყვით, რომ გიორგი ქვილითაია „კორტრაიკთან“ მოგებული მატჩის განაცხადში არ ყოფილა.