სხვა

9:41 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

თუთარაული გამარჯვებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უძღვნის

ქართველმა მებრძოლმა, რაულ თუთარაულმა ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა შერეულ ორთაბრძოლებში M1 ვერსიით კუბელი მეტოქე დაამარცხა. რაულმა მეტოქეს პირველივე რაუნდში მახრჩობელა ილეთით მოუგო და სარეიტინგო ქულები დააგროვა.

ქართველმა მორიგი შეხვედრაც უნდა ჩაატაროს, თუმცა შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ მასთან დაპირისპირებაზე მებრძოლები უარს აცხადებენ.

აღსანიშნავია, რომ რაულ თუთარაული საქართველოს საოკუპაციო ზოლთან მიმდებარედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს და სპორტსმენი გამარჯვებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უძღვნის. რაულ თუთარაული შერეულ ორთაბრძოლასთან ერთად აღმოსავლურ საბრძოლო ხელოლოვნებაში კუდოში ასპარეზობს, სადაც 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც კუდოს მსოფლიო პირველობაზე მედალი დაისაკუთრა.

ჩინეთში გამართულ ტურნირზე კიდევ ერთმა ქართველმა, ვაჟა წიპტაურმა იასპარეზა. ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელ რაფაელ დიასს სძლია. ქართველების მწვრთნელი გიორგი კაბულაშვილია, რომელთნაც არაერთი წარმატებული მებრძოლი ვარჯიშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128785