"რივერ პლეიტის" აწ უკვე ყოფილი შემტევი გონსალო (პიტი) მარტინესი კარიერას MLS-ის გასული სეზონის გამარჯვებულ "ატლანტა იუნაიტედში" გააგრძელებს. ფეხბურთელმა კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
მარტინესი 2018 წელს ურუგვაიულმა გაზეთმა El Pais-მა სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გონსალო "რივერ პლეიტმა" 2015 წელს "ურაკანიდან" დაიმატა. არგენტინელ ფეხბურთელს კოპა ლიბერტადორესის თასი ორჯერ აქვს მოგებული. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მარტინესი 2018 წელს გამოიძახეს და სადებიუტო მატჩში თავი გოლით გამოიჩინა.