ფეხბურთი

21:00 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბრონკჰორსტი მიმდინარე სეზონის ბოლოს "ფეიენოორდს" დატოვებს

"ფეიენოორდის" მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი მიმდინარე სეზონის ბოლოს თანამდებობას დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია ჰოლანდიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით ტექნიკურმა დირექტორმა მარტინ ვან გეელმა გაავრცელა.

ჯოვანიმ "ფეიენოორდი" 2015 წის 18 მაისს ჩაიბარა. როტერდამელებმა ბრონკჰორსტის ხელმძღვანელობით ჰოლანდიის ჩემპიონები 2016/17 წლების სეზონში გახდნენ. ორ-ორჯერ კი "ფეიენოორდმა" ქვეყნის თასის და სუპერთასის ტიტული მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში 18 ტურის შემდეგ გუნდი ერედივიზიონში მესამე ადგილზე 36 ქულით იმყოფება. "ფეიენოორდი" პირველადგილოსან პსვ-ს 13 ქულით, ხოლო მეორეადგილოსან "აიაქსს" 11 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.293595