ფეხბურთი

18:00 | 22.01.2019 | ნანახია 1000 - ჯერ

გიორგი კუცია "დილაში" ითამაშებს

„დინამო თბილისის“ ნახევარმცველი გიორგი კუცია კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. როგორც შიდა ქართლური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კუცია „დილას“ ღირსებას 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით დაიცავს.

19 წლის გიორგი კუცია „დინამოს“ აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2016 წელს ჰქონდა. გასულ სეზონში ახალგაზრდა ნახევარმცველმა ეროვნულ ლიგაში 19 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:49 | 22.01.2019
paata2727 (294)

ტორპედოში რაღაც ხდება. არავინ პასუხს არ იძლევა. წამსვლელი უნდა წავიდეს, მაგრამ გუნდმა დაკარგა 2 ლიდერი, საეჭვო დონის ლეგიონერებით ვითომდა გაძლიერდა. არა და ძალიან სერიოზული გუნდის გაკეთებაზე იყო საუბარი. ვაი ჩვენს პატრონს

20:51 | 22.01.2019
salazar (1835)

დისწიპლინა - 0
ნერვული სისტემის სერიოზული პრობლემაც აქვს.
ასე ხშირად ვარდებოდეს სპორტსმენი ისტერიკაში არსად მინახავს.

უკვე ორი წელია ამის დაღვინებას ველით.

20:25 | 22.01.2019
xandakeli (1759)

ზუსტად არვიცი როდის მარა მემგონი ორ წელიწადში ის სხელწიფო პროგრამაც მორჩება და დედა ეტირება ბოლომდე ქართულ ფეხბურთს მათშორის ნაკრებსაც!

20:22 | 22.01.2019
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

ვააა...
ბიჯო ეს კაცი რეებს ჩალიჩობს ვერ გაიგებ რა!

19:51 | 22.01.2019
Shevche (15054)

მინიმუმ, სათამაშო დისციპლინის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

მარა, ივანისენია რომ ძირითადში თამაშობს, იმ გუნდიდან გასაშვები ნაღდად არ იყო )

19:42 | 22.01.2019
alfadhirhaiti (7530)

ეს რატო გაუშვეს?

18:53 | 22.01.2019
სავაშა__ (6590)

საღოლ, მაგრად ძლიერდება დინამო ფიფია შენს პატროოოოონს)))))

18:26 | 22.01.2019
Renato (35)

მიხედეთ ტორპედოს ჩემპიონატის ერთ ერთ საინტერესო გუნდს

18:12 | 22.01.2019
kutaiseli7 (1475)

ტორპედოზე დაწერეთ, ფეხბურთელები გაფიცვას აპირებენ უფულობის გამოო. უცებ შეიჭამა ევროპალიგაზე დამსახურებული ფული. კუხიანიძე დიდი პატრიოტი რომ იყო ახლა ვინაა.

18:25 | 22.01.2019
Renato (35)

რა ხდება ? მართლა ასეთი მდგომარეობაა გუნდში?

0.063666