ფეხბურთი

20:35 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონის მემკვიდრეობიდან თურქეთის ჩემპიონატამდე

იტალიური „უდინეზეს“ მეკარე სიმონე სკუფეტი კარიერიას თურქეთის სუპერლიგის ბინადარ „ქასიმფაშაში“ გააგრძელებს. როგორც თურქული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, იტალიელთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ სკუფეტი ერთ დროს ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის მემკვიდრედ მიიჩნეოდა. 2013-2014 წლების სეზონში სკუფეტმა „უდინეზეს“ ღირსება სერია A-ში 16-ჯერ დაიცვა, თანაც მაღალ დონეზე და იმ დროს 17 წლის მეკარეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

საინტერესოა, რომ 2014 წლის ზაფხულში სკუფეტის გადაბირება მადრიდის „ატლეტიკოს“ უნდოდა, რომელიც ტიბო კურტუას შემცვლელს ეძებდა. თუმცა, მაშინ 18 წლის იტალიელმა სამშობლოს დატოვებაზე უარი პირადად თქვა და ამის მიზეზად სკოლის გამოცდები დაასახელა. სიმონეს სურდა, რომ სკოლა დაემთავრებინა და ამიტომ მადრიდში გადასვლაზე უარი განაცხადა.

საბოლოოდ, მისი კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორც ელოდნენ. „უდინეზეში“ ბოლო 4 სეზონი მხოლოდ სათადარიგო კიპერის როლს ასრულებდა, მიმდინარე სეზონში იტალიის ელიტარულ ლიგაში 8 თამაში ჩაატარა (შარშან და შარშანწინ 6-6), ხოლო ახლა საერთოდაც, თურქეთში აღმოჩნდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115659