ფეხბურთი

19:43 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

51 წლის იაპონელმა ფეხბურთელმა "იოკოჰამასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

იაპონიის J2 ლიგის „იოკოჰამას“ ფეხბურთელმა კაზუიოში მიურამ გუნდთან კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ მიურა 26 თებერვალს 52 წლის გახდება!

ლეგენდარული იაპონელი როგორც ჩანს, საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ უჩვეულო საფეხბურთო ასაკშია.

მიურამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. 1990-2000 წლებში კაზუიოში მიურამ იაპონიის ნაკრების რიგებში 89 მატჩი ჩაატარა და 55 გოლი გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111879