საქართველოს 4-გზის ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ გაძლიერებას განაგრძობს და მორიგი ფეხბურთელი შეიძინა. როგორც იმერელთა ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელი შემტევი რიჩარდ ლუკა ქუთათურთა ღირსებას დაიცავს.
21 წლის ფეხბურთელი მექსიკური „ტიგრესის“ საკუთრებაშია და „ტორპედოს“ რიგებში 1-წლიანი იჯარით ითამაშებს.
მანამდე რიჩარდ ლუკა „გოიასისა“ და „სანტოსის“ რიგებში ირიცხებოდა. აქვე შეგახსენებთ, რომ „ტორპედომ“ ამბროსი ჩაჩუა და ნიკოლა სტიეპოვიჩის დამატებაც მოახერხა.