კალათბურთი

18:50 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 8 ქულა და საშინაო მარცხი

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” თად მაკფადენის “იბეროსტარ ტენერიფესთან” 61:78 წააგო, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთაგან კი საქმეში მხოლოდ ერთი ვიხილეთ.

მოგეხსენებათ, მაკფადენი ტრავმირებულია, შერმადინი კი თამაშში მარქაფიდან ჩაერთო და 16:53 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ ფრანგ ცენტრ მატიას ლესორს (27) ჩამორჩა, რომელმაც 12 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა და თან მის წინააღმდეგ ერთბაშად 9-ჯერ დაჯარიმდნენ.
მალაგელებს 10 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდათ და ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 12 იანვარს, ისევ შინ, მადრიდულ “ესტუდიანტესთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113853