"ლივერპულის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი დომინიკ სოლანკე "ბორნმუთში" გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია "ალუბლების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ტრანსფერის და კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა Sky Sports-ის ინფორმაციით, "წითლებმა" გარიგების შედეგად 19 მილიონი გირვანქა სტელინგი მიიღეს.
სოლანკე "ჩელსის" აკადემიის აღზრდილია და "ლივერპულში" 2017 წელს გადავიდა. მას შემდეგ დომინიკმა 27 მატჩი ჩაატარა და თავი თითო-თითო გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.