ფეხბურთი

22:45 | 3.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"კრილიას" დირექტორი: "ვიცით, რომ ანანიძე "ვიტესს" უნდა, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არაა"

სამარის „კრილია სოვეტოვის“ განვითარების დირექტორი ალექსანდრ შიკუნოვი Sport-Express-თან საუბარში ადასტურებს, რომ მის გუნდს ჯანო ანანიძის გადაბირება სურს.

გარდა ამისა, მანვე განაცხადა, რომ 26 წლის ქართველი არნემის „ვიტესის“ ინტერესთა სფეროშიცაა, მაგრამ ჯანოსგან პასუხს 6 იანვრს ელოდებიან:

„ჯანო გვაინტერესებს. გუნდისა და ფეხბურთელის გადაწყვეტილებას, საბოლოო პასუხს 6 იანვრის ველოდებით. ვიცით, რომ ანანიძეს „ვიტესის“ ვარიანტიც აქვს, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არაა. ფეხბურთელისა და გუნდის პასუხი გვაინტერესებს“, - განაცხადა შიკუნოვმა.

შეგახსენებთ, რომ ანანიძე „სპარტაკიდან“ წამსვლელ ფეხბურთელთა შორისაა. როგორც რუსული მედია წერს, ჯანოს „სპარტაკის“ გარდა სხვა რუსულ გუნდში თამაში არ უნდა, ხოლო „ვიტესში“ გადასვლაზე და ხელფასის შემცირებაზე თანახმაა.

გუშინ, ანანიძის აგენტმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ქართველი შემტევის მომავალს ნათელი მოეფინება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.066182