ფეხბურთი

23:20 | 3.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკომ" ნალდო დაიმატა

"შალკეს" აწ უკვე ყოფილი მცველი ნალდო კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი ახალ გუნდს 2020 წლის ივლისამდე დაეხმარება. ფეხბურთელის სანაცვლოდ გერმანელებმა ორი მილიონი ევრო მიიღეს.

ნალდოს ევროპული კარიერა 2005 წელს ბრაზილიური "ჟუვენტუდან" "ვერდერში" ტრანსფერის დროს დაიწყო. შვიდი წლის შემდეგ მცველი "ვოლფსბურგში" გადავიდა, "შალკეში" კი 2016 წლიდან თამაშობს.

მიმდინარე სეზონში ნალდომ 13 მატჩი ჩაატარა. "მონაკო" კი ლიგა 1-ში წარუმატებლად თამაშობს, ტიერი ანრის გუნდი სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე 13 ქულით იმყოფება.

0.113814