"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "არსენალთან" მოგებული (5:1) პრემიერლიგის მე-20 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ 2018 წელი გუნდმა მნიშვნელოვანი და დიდი გამარჯვებით დაასრულა, ხოლო სალაჰის საქციელს ემოციურად შეხვდა.
"კარგად გამოვიყურებოდით და ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც გვინდოდა. ჩვენ შევეცადეთ პრესინგში გვყოლოდა მეტოქე, "არსენალმაც" სცადა, თუმცა უხეშობით გამოსდიოდა. როდესაც "არსენალი" დაწინაურდა და ჩვენი დროული პასუხი იყო მსოფლიო კლასის.
როდესაც სალაჰმა ფირმინოს პენალტის დარტყმის უფლება მისცა ლამის ვიტირე, რადგან ვიცით თუ როგორ უყვარს მოჰამედს გოლების გატანა და მისი მხრიდან ეს იყო შესანიშნავი საქციელი. საბოლოო ჯამში "არსენალის" 5:1 დამარცხება ყოველთვის არ ხდება, ასე რომ ბედნიერი ვარ ბიჭების თამაშით და 2018 წელს საწუწუნო არაფერი გვაქვს." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
"ლივერპულს" ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში 54 ქულა დაუგროვდა და ჯერჯერობით მეორეადგილოსან "ტოტენჰემს" ცხრა ქულით უსწრებს.