კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "იუვენტუსის" მარჯვენა გარემარბმა ხუან კუადრადომ მუხლის ოპერაცია გაიკეთა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
კუადრადომ ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე "იანგ ბოიზთან" მატჩში მიიღო. სამხრეთამერიკელი სარეაბილიტაციო პერიოდს რამდენიმე დღეში დაიწყებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანში დაუბრუნდება კუადრადო მოედანს.
მიმდინარე სეზონში ხუანმა ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.