კალათბურთი

23:50 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის და ბერიშვილის შედეგიანი მატჩი ყატარში

გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის “ალ შამალმა” ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-2 გამარჯვება იზეიმა, ქართველმა ლეგიონერებმა კი წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

“ალ შამალს” “ალ არაბისთან” მოგებულ (88:74) შეხვედრაშიც განაცხადში მხოლოდ 7 კალათბურთელი ჰყავდა, ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ჩვენებურებმა ისევ შეუცვლელად ითამაშეს.
40 წუთის განმავლობაში ცინცაძის მონაგარი 19 ქულა, 2 მოხსნა, 8 პასი და 2 ჩაჭრა იყო. ქართველმა უკანახაზელმა 5-დან 2 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ მოჰამედ ჰარატს (42) ჩამორჩა, რომელმაც 30 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა.
მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე ბერიშვილმა გუნდს 18 ქულა, 8 მოხსნა (4 პასი) და 4 პასი შესძინა. მიხეილმა 6-დან 3 ორქულიანი და 12-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, ერთხელ დაუფარეს, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა, ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 14 გახლდათ.
“ალ შამალი” ყატარის ჩემპიონატს კიდევ სამ გუნდთან ერთად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 27 დეკემბერს სწორედ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ალ სადთან” ჩაატარებს.

0.121613