ფეხბურთი

23:59 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ დე ბურმა „ატლანტა იუნაიტედი“ ჩაიბარა

ამერიკული „ატლანტა იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, ჰოლანდიელი ფრანკ დე ბური გახდა, - გვამცნობს კლუბის ოფიციალური გვერდი.

რამდენწლიანია კონტრაქტი, წყარო არ იუწყება. თუმცა, ვიგებთ, რომ ამ თანამდებობაზე კიდევ ერთი კანდიდატი, „ბარსელონას“ ყოფილი კაპიტანი, კარლეს პუიოლი ყოფილა.

„კლუბის სპორტული ამბიციები - საუკეთესო იყოს ქვეყანაში, ჩემს პირად ამბიციებს ეთანხმება. „ატლანტას“ თავისი ფასეულობები და ფილოსოფია გააჩნია. ამიტომაც მაინტერესებს აქ მუშაობა.“ - ამბობს დე ბური.

შეგახსენებთ, რომ მანამდე 48 წლის დე ბურს „აიაქსი,“ „ინტერი“ და „კრისტალ პალასი“ გაუწვრთნია.

0.115179