ფეხბურთი

17:33 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალი U19: საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ევრო 2019-ის მეინ რაუნდისთვის მზადების პროცესში წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. 21-22 დეკემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ლატვიის 19-წლამდე ნაკრები იქნება. ორივე შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს და 16:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა შეკრებაზე 16 მოთამაშე გამოიძახა, ყველა მათგანი მომავალი მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე დვალიშვილი (თელასი), მიხეილ ბახუტაშვილი (თელასი), ვასილ ცქიტიშვილი

წინა ხაზი: ნიკა ხარატიშვილი (თსუ), რომან კუხიანიძე (თსუ), ბექა ბექაური (თსუ), დაჩი ჩადუნელი (თსუ), გიორგი ღავთაძე (თსუ), გიორგი ზუნტუროვი (თელასი), გეგა კოშაძე (თელასი), დათა მოგელაძე (თელასი), ნიკა ნადარეიშვილი (თელასი), ლუკა ბერიაშვილი, გიორგი ჩადუნელი (ტვილდიანი), ლევან სვანიძე (სპორტუნი), გიორგი კურტანიძე (ილიაუნი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები უეფას 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მეხუთე ჯგუფში თურქეთის, უნგრეთისა და ესპანეთის 19-წლამდე ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შესარჩევი ტურნირის მეხუთე ჯგუფის მატჩებს 26-31 მარტს თბილისი უმასპინძლებს.

www.gff.ge

თეგებიფუტსალი
0.124754