ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "სელტას" თავდამსხმელმა მაქსი ლოპესმა შესაძლოა კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს. როგორც Marca იუწყება, "როხიბლანკოსი" ტრავმირებული დიეგო კოშტას შემცვლელად სამხრეთამერიკელს მოიაზრებს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ევროს გადახდას აპირებს მადრიდული კლუბი. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა და მიმდინარე სეზონში იაგო ასპასის შემდეგ "სელტას" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.