ფეხბურთი

13:51 | 7.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია გამოჯანმრთელდა. 25 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს ქვილითაია უშუალოდ მატჩებში მონაწილეობას მიღებას, მაგრამ ეს დიდი ალბათობით ახალი წლის შემდგომ მოხდება. გიორგი სექტემბერში, საქართველოსა და ლატვიის ნაკრებთა მატჩის წინ მძიმედ დაშავდა და მას შემდეგ ლაზარეთში იმყოფებოდა.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენებურს სერიოზული ტრავმა იქამდეც ჰქონდა და მოედანზე ახალი დაბრუნებული იყო. მიმდინარე სეზონში ქვილითაიას საოცარი სტატისტიკა აქვს, ბელგიის ჩემპიონატში "გენტის" ღირსება მხოლოდ ორ მატჩში (ჯამში 8 წუთი ითამაშა) დაიცვა და გოლის გატანა ორჯერ მოახერხა.

0.115784