კალათბურთი

22:05 | 3.12.2018 | ნანახია 2884 - ჯერ

ილიას ზუროსი: "ქართველები მებრძოლი და ამაყი ხალხია, სწორედ ამიტომ ვარ აქ!"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ისრაელთან გამარჯვების (71:69) შემდეგ მატჩი შეაფასა. ბერძენი სპეციალისტის განცხადებით, რთული თამაში იყო, მაგრამ შედეგით კმაყოფილი დარჩა.

ზუროსმა დიდი მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს და აღნიშნულ გამარჯვებაში მათი როლი გამოჰყო:

„პირველ რიგში ვულოცავ ჩემს მოთამაშებს, ჩემს სამწვრთნელო შტაბს. ძალიან რთული თამაში იყო. კიდევ გავიმეორებ, რომ ორი დღის მიუხედავად, რომელიც მოსამზადებლად გვქონდა, მაინც მოხერხდა გამარჯვების მოპოვება. ასეთ მოკლე პერიოდში ერთადერთი გამოსავალია, ითამაშო კარგი დაცვა და ასე დაფარო ნაკლოვანებები შეტევაში.

ჩემმა გუნდმა 200% გაიღო და ეს გამარჯვება დაიმსახურა. ისრაელი ევროპაში გამორჩეული გუნდია, რომელმაც ბოლო წამზე წააგო გერმანიასთან, დაამარცხა სერბეთი. ერთი სიტყვით ძალიან კმაყოფილი ვარ.

ჩვენ გვყავს რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც თავიანთ გუნდებში ბევრ დროს არ თამაშობენ და ამიტომ, გაგვიჭირდა რიტმში ჩაჯდომა. ბოლო მომენტში ხალხის მხარდაჭერა გახლდათ გადამწყვეტი. ამიტომაც, ჩამოვედი საქართველოში, რადგან ვიცოდი, რომ ქართველები მებრძოლი და ამაყი ხალხია. თავის დროზე წინადადებას რომ დავთანხდი, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. თორნიკე შენგელიამ სამაჯურები დაგვირიგა, რომელსაც ქართული სული აწერია და ამას ვგრძნობ კიდეც...

მოთამაშეებს არ გამოვარჩევ, ყველამ გულით ითამაშა, მაგრამ მინდა მაინც აღვნიშნო შერმადინისა და ბითაძის მოედანზე ერთად ყოფნამ დადებითი ეფექტი მოიტანა. ბურჯანაძე დიდი პერიოდის შემდეგ დაბრუნდა ნაკრებში, ჩაჯდა სისტემაში და დღეს კარგი შეხვედრა ჩაატარა. ასევე ანდრონიკაშვილი, რომელმაც დღეს საკმაოდ კარგად ითამაშა. და რა თქმა უნდა, მადლობა ყველას, ვინც გვქომაგობს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ!

რა თქმა უნდა, ანდრონიკაშვილის გარდა სხვა მოთამაშეებსაც ვაკვირდებით. რაც შეეხება იმას, რომ მას დიდი დრო არ უთამაშია - გადამწყვეტ მომენტში სათამაშოდ ახლა მზად არაა და მირჩევნია ამ დროს უფრო გამოცდილმა კალათბურთელებმა ითამაშონ. მეორე ტაიმში სწორედ გამოცდილების არქონის გამო ვერ დავეყრდენით.

ბურჯანაძემ კარგად ითამაშა, მაგრამ ის ტაქტიკა, რომელიც ავირჩიეთ, ამიტომ შეეზღუდა სათამაშო დრო. ორი მაღალი კალათბურთელის ყოფნა ვარჩიე მოედანზე და ამან გაამართლა“, - განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს 5 გამარჯვების წილ 5 მარცხი აქვს და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. მომდევნო შეხვედრას კი 21 თებერვალს საბერძნეთთან სტუმრად ჩაატარებს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:32 | 05.12.2018
iceman (2988)

შენგელია და ბითაძე ევროპის არცერთ ნაკრებს არ ყავს უკეთესი შემადგენლობა, პლუს ნატურალიზირებული კალათბურთელი, ანუ დანარჩენ 2 პოზიციაზეც რომ ანალოგიური დონის იგროკები გამოჩნდნენ ჩათვალეთ რომ მსოფლიოზე და ევროპაზე მოხვედრა კი არა მთავარი ფავორითები გავხდებით ჩემპიონობის.

11:35 | 05.12.2018
iceman (2988)

იმედია ანდრონიკაშვილი დადგება 3 წელიწადში იგივე სიმაღლეზე და მაშინ ერთი პოზიციაღა იქნება პრობლემატური, სანაძე, მარკოიშვილი, ბერიშვილი ასევე კარგი ბიჭები არიან თუმცა არა იმ დონის რომ საჩემპიონო გუნდის ძირითადი გაქაჩონ შესაბამისად მათ ზამენიდან შეუძლიათ თამაშის გაძლიერება

09:09 | 05.12.2018
temo11 (1791)

ზუროსზე ამბობენ არ მომწონსო, არადა კაცი რა ფორმაციის ნაკრებს ათამაშებს, ფაკტიურად კოკოშკოვის ხუთეულიდან 4 კაცი აკლია, ბოქოლიშვილი,ბერიშვილი,ფაცაცია, ამათ ვინ დააყენებდა იმ ნაკრებში მოედანზე, 1 წუთი თუ შემოვიდოდა რომელიმ მათგანი, ბრავო ზუროსს და წარმატებები ჩვენ ნაკრებს

02:16 | 05.12.2018
baxt (1836)

ზუროსი კარგი მწვრთნელია, ასე მგონია, რომ ეგ რომ ყოფილიყო ჩვენი მწვრთნელი, როდესაც ჩვენს ოქროს თაობას კარიერის პიკი ედგა, მაშინ უფრო მეტს მივაღწევდით, ვიდრე კოკოშკოვის დროს. არ ვგულისხმობ, რომ ის კოკოშკოვზე უფრო ძლიერია, ვფიქრობ მისი სტილი უფრო ერგება ჩვენს ნაკრებს, ვიდრე იგორის.

15:58 | 04.12.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

ილო და მელიტონა ჩვენები არიან. სულიერად გვენათესავებიან...
ცოტა ვაისი აგვიანებს მაგ ამბავში და დიდი იმედი მაქვს, მასაც შევურჩევთ ქართულ სახელს. ამას კი დამსახურება უნდა

01:16 | 04.12.2018
გორდა (159)

+1

0.064473