ფეხბურთი

13:15 | 3.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა ყაზახეთში აღიარეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ 2018 წლის ჩემპიონატის 22 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა.

ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეების გამოსვლენად გამოკითხვა კლუბების მთავარ მწვრთნელებს შორის ჩატარდა, რომლებმაც რჩეულები თითოეული პოზიციის მიხედვით დაასახელეს. 32 წლის ქართველი კი საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ივან მაევსკისთან ერთად დასახელდა.

კანკავამ 2018 წლის ჩემპიონატის სეზონში „ტობოლის“ შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

0.116333