თამაშგარე

23:57 | 27.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ები კლენსი “კაკალს ტეხავს“

ვეტერანი ინგლისელი შემტევის, პიტერ კრაუჩის ეპატაჟური ცოლი, მოდელი აბიგაილ (ები) კლენსი მთლად უნგრულ დეპრესიაში არა, მაგრამ გვარიან კაეშანში კი ჩავარდნილა მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ ერთ-ერთმა ბრიტანულმა ტელესტუდიამ დაიწუნა და კრიმინალურ სერიალში როლი აბიგაილზე ბევრად ახალგაზრდა მსახიობს მისცა.

ამ ამბის გაგებისა და გაცოფების შემდეგ, პიტერ კრაუჩის ცოლი სხეულის უკანა ნაწილით “კაკალს ტეხდა“ და იძახდა - აშკარად ბევრი მტერი მყავს, თორემ ჩემი დაწუნება სად და როდის გაგონილაო... პიუტერ კრაუჩმა კარგად იცის, რომ ასეთ დროს ცოლს უნდა მოერიდოს, თორემ ინგლისში აბობენ, ები კლენსთან კამათს შემოდგომის სუსხიან დილას ზღარბზე დაჯდომა ჯობიაო.

სხვათაშორის, ები კლენსის უკვე აქვს ნათამაშები ბრიტანულ ორ სერიალში და როგორც ამ საქმის კარგად მცოდნეები ამბობენ, გადარეულ ქალბატონს მოდელობის გარდა მსახიობობაც არცთუ ცუდად გამოსდის. თუმცა, ყველა დაწუნებაზე ამხელა ამბავი რომ ატეხოს, ნერვებიც გაუფუჭდება და აწი სხვაც აღარ გარისკავს ასეთ გიჟმაჟთან საქმის დაჭერას.

0.12156