კარგი რამ არის თურქი მოდელი და მსახიობი სანსუ ტასკინი, რომელიც ოსმალთა ქვეყანაში უკვე აღარ მოღვაწეობს, რადგან ჯერ კიდევ სამი წლის წინ “ფრთები ლაღად გაშალა“, გადაუფრინა ხმელთაშუა ზღვას და თავი იტალიაში ამოყო, სადაც დღეს მისი ძირითადი ნავთსაყუდელია.
თურქეთში ფაქტობრივად ფერადყდიანი ჟურნალი არ გამოდის სანსუ ტასკინის თვალისმომჭრელი ტან-ფეხი რომ არ სხმარტალებდეს მის გარეკანზე და ტელეარხს ვერ ნახავთ, სადაც ამ გოგონას მიერ შესრულებული როლებით დამშვენებული თურქული სერიალები არ ახარებდეს მავანთა გულს და უწამლავდეს ნერვებს მავანთ.
სანსუ ტასკინის ბედს კარგა ხნის მანძილზე ვეტერან თურქ ფეხბურთელს და ახლა უკვე ბიზნესმენად გარდასახულ ემრე ბერიზოღლუს უკავშირებდნენ, თუმცა ეს ჭორი თავად ემრემ დაიჭირა შორს და განაცხადა, რომ ტასკინს კი ვიცნობ, თუმცა ასე ბევრ ლამაზმანს ვიცნობ და ყველას ლოგინში რომ მივათრევდე ემრე კი არა სულთან აჰმედი ვიქნებოდიო...