ირანის ჩემპიონატის მე-13 ტურში გოლი გაიტანა გიორგი გველესიანმა. ქართველმა მცველმა თავის გამოჩენა „სანატ ნაფტის“ წინააღმდეგ მატჩში მოახერხა. შეხვედრის 63-ე წუთზე ჩვენებურმა „ნასაჯი მაზანდარანი“ დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მიმდინარე ჩემპიონატში ეს გიორგის მე-3 გოლია. რაც შეეხება მის გუნდს, 13 ტურის შემდგომ „ნასაჯი მაზანდარანი“ სპარსეთის ყურის პრო ლიგის მე-12 პოზიციაზეა ამდენივე ქულით, მომდევნო შეხვედრას კი 29 ნოემბერს „სეპიდრულ რაშტის“ წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ გიოგი გველესიანი ირანში მეორე წელია თამაშობს. გასულ სეზონში "ზობ აჰანის" რიგებში ირჯებოდა.