ინგლისური „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს ჰკითხეს, პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოს შორის საუკეთესო დასახელება.
გერმანელმა ცალსახად ესპანელი ამჯობინა და აღნიშნა, რომ გვარდიოლას მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს:
„გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. მოურინიო? - შედარებას აზრი არ აქვს, რადგან გვარდიოლა ყველა მწვრთნელს აღემატება და მათ შორის ჟოზესაც. პეპი ძალიან მაგარია!“, - აღნიშნა კლოპმა.