თუკი სადმე ფერდებშევსებულ ქალზე ორ სიტყვას იტყვიან, იქვე აუცილებლად ახსენებენ ამერიკაში მცხოვრებ, გემრიელად ჩაკურატებულ მოდელსა და მსახიობს კიმ კარდაშიანს, რომელმაც უკვე ხუთი ქმრის გამოცვლა მოასწრო და მათგან ყველაზე ცოტა ხანი კალათბურთელმა კრის ჰემფრისმა გაუძლო.
კიმ კარდაშიანი თავის დებთან ერთად შოუ-ბიზნესის ამბებში გადაუხრელად ჩახედული ვინმეა და ისიც კარგად იცის, რომ სანამ ახალგაზრდაა და მისი მკერდი მზეს ლაღად შეცქერის - მანამდე უნდა გამოიმუშავოს ფული, თორემ როდესაც დაბერდება და ხელიხელსაგოგმანები მკერდი რუსი კარისკაცის ზურგჩანთასავით გაუხდება - ვიღას გაახსენდება?!...
სწორედ ამის გამო, დიდი მოტივაციითა და მონდომებით, კიმ კარდაშიანმა ახალი კონტრაქტი გააფორმა და მკერდვეება სპორტსმენ ქალთა აზღუდების დარეკლამებას მიჰყო ხელი. თურმე აშშ-ში ვიღაცამ დაახეთქა - დიდი მკერდი ბევრ სპორტსმენს ქალს ხარისხიანად გარჯაში ხელს უშლისო და დგას ახლა ეს ჩვენი კიმი, აცვია გრანდიოზული ბიუსტჰალტერი, ხელებს განივად ამოძრავებს და ცდილობს საწინააღმდეგო დაამტკიცოს. გამოუვა!