საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრშია. ამჯერად, 19 წლის ქართველი ტალანტი მადრიდის „რეალს“ და ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუკავშირეს.
ესპანური მედია Marca-ზე დაყრდნობით წერს, რომ „სამეფო კლუბის“ ყურადღების ცენტრში რამდენიმე ფეხბურთელი მოხვდა, მაგრამ მათ შორის ერთი მოულოდნელი სახელია - გიორგი ჩაკვეტაძე.
ბრიტანული მედია კი „ტოტენჰემის“ ინტერესზე წერს. როგორც Planetafootball-ი იტყობინება, „მამლები“ გიორგი დანიელი კრისტიან ერიკსენის იდეალურ შემცვლელად განიხილავენ.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩაკვეტაძე უკვე ბევრ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს და მისი თამაშის სანახავად ანდორაში „ბარსელონას“ სკაუტებიც იმყოფებოდნენ.