თამაშგარე

12:56 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარა დელევინი - ინგლისის ნაკრების უპოპულარულესი თილისმა

თუკი დედამიწის ყველაზე მიყრუებული ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებებსაც კი ყავთ თილისმად სახელდებული ლამაზმანები, არავისთვის იქნება გასაკვირი, რომ ფეხბურთის სამშობლოდ წოდებული ინგლისის საფეხბურთო ნაკრების თილისმობის ამბავიც გარკვეული იყოს. სხვაგვარად ვერც იქნებოდა!

ინგლისელთა უპირველესი საფეხბურთო გუნდის თილისმად იწოდება და შესაბამისად ნაკრების დიდი ქომაგია, ცნობილი ბრიტანელი მოდელი კარა დელევინი, რომელიც 2012 და 2014 წლებში მსოფლიოს საუკეთესო მოდელად დასახელდა და მისი საყოველთაო ცნობადობა დღეს როგორც იტყვიან მწვერვალის წვერშია...

კარა დელევინი ცნობილი მოდელის გარდა უკვე წარმატებული მსახიობიცაა და კინოხელოვნების მოყვარულთ ნამდვილად ემახსოვრებათ მის მიერ შესრულებული როლები პოპულარულ ფილმებში: “თვითმკვლელთა რაზმი“ და “ანა კარენინა“. ინგლისელებს როგორც სხვა მრავალ რამეში, ნაკრების თილისმაშიც ნამეტნავად გაუმართლათ. ხოლო ვის არ გაუმართლა - ამაზე სხვებმა ილაპარაკონ.

0.118917