ევროპის ბულვარულ მედიას საწერი დასაკბილო თუ მიეცა, ისეთ ძველ ამბებსაც კი კარგად მიქექ-მოქექავს, როგორიც მაგალითად რუს-თათარი მოდელის ირინა შეიკისა და პორტუგალიელი შემტევის კრიშტიანუ რონალდუს სამი წლის წინანდელი ტრფიალი და ამ ტრფიალის თანმდევი მოვლენებია.
ერთ-ერთი ესპანური “ყვითელი“ გამოცემა ირწუნება, რომ ირინა შეიკი (რომელსაც როგორც იქნა მსახიობ ბრედლი კუპერთან ნანატრი შვილი ეყოლა) კრიშტიანუს ყველაზე მეტად იმის გამო გაუბრაზდა, რომ ამ უკანასკნელს არაფრით სურდა საერთო შვილი ყოლოდათ, მაშინ როდესაც რონალდუს სხვა ქალებთან უკვე სამი შვილი ჰყავს.
ბულვარული გამოცემა ირწმუნება, რომ კრიშტიანუს ირინასი, როგორც მისი შვილის მომავალი დედის იმედი დიდად არ ქონდა და ამიტომაც არ სურდა ტანფეხდალოცვილ მოდელთან საერთო შვილი ჰყოლოდა.
აქვე ჟურნალისტებმა მოიძიეს კრიშტიანუ რონალდუს ერთ-ერთი ძველი ინტერვიუც, სადაც ფეხბურთელი ამბობს, რომ შვილის მოვლა და გაზრდა ყველა ქალისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ვისაც ეს კარგად არ შეუძლია, უმჯობესია, მან ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არასოდეს მიიღოსო...