25 ნოემბერს, ბათუმში გასამართი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და "გაგრა" დაუპირისპირდებიან, 17:00 საათის ნაცვლად, 16:00 საათზე შედგება. მატჩის დროის ცვლილება, სატელევიზიო გაშუქებითაა განპირობებული.
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიღწეული შეთანხმებით, გულშემატკივარს ფინალის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა, მაუწყებლის 1 არხზე შეეძლება.
"გაგრასა" და "ტორპედოს" ფინალური შეხვედრა ანგისას სტადიონზე გაიმართება.
www.gff.ge