არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ზენიტის" ნახევარმცველს ლეანდრო პარედესს "მილანის" რიგებში თამაში უნდა. აღნიშნული ინფორმაცია calciomercato-მ გაავრცელა.
"როსონერიმ" უკვე განახორციელა ტრანსფერი და ზამთარში გუნდს 35 მილიონ ევროს სანაცვლოდ ბრაზილიის ნაკრების წევრი ლუკას პაკეტი დაემატება. "ზენიტი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, "მილანმა" გარიგებას ისე უნდა მიაღწიოს, რომ კი უეფას ფინანსური ფეირ-პლეის პრინციპები არ დაარღვიოს. შესაბამისად, იტალიელებს ლეანდროს დასამატებლად ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.
პარედესი იტალიაში "კიევოს", "რომას" და "ემპოლის" რიგებში თამაშობდა, ხოლო "ზენიტში" 2017 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში ლეანდრომ 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.