ჩოგბურთი

13:55 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიმიტროვი ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება

ჩინეთში მიმდინარე china open-ის ტურნირზე, ATP-ის რეიტინგის მე-10 ნომერმა, 23 წლის ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა, რეიტინგის 43-ე ნომერი ესპანელი პაბლო ანდუხარი დაამარცხა(6:4, 6:4).

მატჩის პირველი სეტი ქალთა ჩოგბურთს დაემსგავსა - ჩოგბურთელებმა ჯამში 7 ბრეიკი შეასრულეს, ესპანელმა 4-ჯერ დაკარგა თავის მოწოდება, ხოლო ბულგარელმა 3-ჯერ.

მეორე სეტში, 5:4-ზე დიმიტროვის სასარგებლოდ, გრიგორმა ბრეიკი შეასრულა და გამარჯვება მოიპოვა.

მეოთხედფინალში ბულგარელის მეტოქე პლანეტის ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება. ურთიერთშეხვედრებში სერბის უპირატესობაა- 5:1. 2013 წელს დიმიტროვმა ჯოკოვიჩს ერთადეთი შეხვედრა მადრიდის ტურნირზე მოუგო.

მატჩი თბილისის დროით 09:00 საათზე დაიწყება.


0.102644