ფეხბურთი

23:40 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “დინამოს” ზაურ სვანაძე გაწვრთნის

თბილისის “დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამ ინფორმაციას საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის პრესსამსახური ავრცელებს. აი, რას ვკითხულობთ ვებგვერდზე:

“კახი კაჭარავა გათავისუფლებულია დაკავებული პოსტიდან. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში. “დინამო თბილისის” მთავარ მწვრთნელად ზაურ სვანაძე დაინიშნა”.
შეგახსენებთ, რომ დღეს, “დინამომ” ეროვნულ ლიგაში საჩხერის “ჩიხურასთან” 1:4 წააგო და სატურნირო ცხრილში 63 ქულით მე-2 ადგილზეა, თუმცა, ლიდერ “საბურთალოს” 8 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11703