ფეხბურთი

16:07 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის ფინალს ბათუმი უმასპინძლებს

დავით ყიფიანის სახელობის თასის 2018 წლის გათამაშების ფინალს ბათუმი უმასპინძლებს, რაც ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მომავალი შეხვედრა 25 ნოემბერს ანგისას ბაზაზე (ტრიბუნა 1500 მაყურებელზეა გათვლილი) ჩატარდება და ის 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ფინალში ერთმანეთის პირისპირ ქუთაისის “ტორპედო” და “გაგრა” დადგებიან, რომელთაც 2011 წელს გადამწყვეტ მატჩში უკვე ითამაშეს და მაშინ გაგრელებმა 1:0 იმარჯვეს.

0.113506