ბელგიური „გენტისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ევროპული გუნდების ინსტერესის სფეროში უკვე მოხვდა. გერმანულ მედიაში ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 19 წლის ჩვენებურს ბუნდესლიგის გუნდები იწვევენ.
„აინტრახტი“, „ლევერკუზენი“ და „დორტმუნდი“. სწორედ ეს სამი კლუბი სახელდება და „ბორუსია“ მათ შორის ფავორიტია. როგორც ცნობილია „დორტმუნდს“ ნიჭიერ ფეხბურთელებზე აქვს აქცენტი გაკეთებული და კლუბის წარმომადგენლები ჩაკვეტაძეს აკვირდებიან.
Transfermarkt.de-ს ცნობით, სკაუტები „გენტისა“ და „ბორდოს“ შეხვედრასაც დაესწრნენ ჩაკვეტაძის გამო.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც ამბობენ, გიორგი საქართველოსა და „გენტის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება...