ფეხბურთი

20:21 | 3.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "რუსთავი" დაამარცხა

ეროვნული ლიგის 31-ე ტურში "საბურთალომ" "რუსთავს" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მასპინძლები 10-ე წუთზე უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ - დავით ვოლკოვმა მეექვსე წუთზე გაიტანა გოლი, ხოლო ვაგნერ გონსალვეშმა - მეათეზე. ასევე, პირველივე ტაიმში გავიდა მატჩის ბოლო გოლი - 21-ე წუთზე რუსთაველთაგან თავი დავით კვირკველიამ გამოიჩინა.

"საბურთალოს" ამ გამარჯვებით 70 ქულა მოუგროვდა და მეორეადგილოსან "დინამოს", რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რვა ქულით უსწრებს. "რუსთავმა" კი საქმე გაირთულა და გასავარდნ ზონასთან ახლოსაა. უჩა სოსიაშვილის გუნდს 30 ქულა აქვს, ხოლო მერვეადგილოსან "სიონს" - 28.

0.115845