1 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ფუტსალში 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისა და მეინ-რაუნდის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ასპარეზობას მეინ-რაუნდიდან დაიწყებს და მეხუთე ჯგუფში თურქეთის, უნგრეთისა და ესპანეთის 19-წლამდე ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ჯგუფის მატჩებს 26-31 მარტს თბილისი უმასპინძლებს.
19-წლამდე მოთამაშეებს შორის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში პირველად 2019 წლის 8-14 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება. კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე რვა ნაკრები იასპარეზებს. მომავალი წლის შემოდგომაზე მასპინძელ ლატვიას, მეინ-რაუნდში გამარჯვებული შვიდი გუნდი შეურთდება.
www.gff.ge