ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებული არ გამოდგა თორნიკე ძამაშვილისთვის და ზვიად პატარიძისთვის.
77 კილოგრამ წონით კატეგორიაში თორნიკემ შეხვედრა მერვედფინალში თურქ მეტოქესთან, ფატიჰ ჩენგიზთან 4:7 დათმო. ბოლო წამზე ქართველმა ფალავანმა ლამაზი 4-ქულიანი გდება შეასრულა, თუმცა მაინც დამარცხდა.
რაც შეეხება ზვიად პატარიძეს, 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში კუბელი პინო ჰინდსის ბარიერი ვერ გადალახა. შეხვედრა 2:2 დასრულდა, თუმცა ეს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა.