ჩოგბურთი

21:35 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარლოვიჩმა 39 წლის ასაკში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო

39 წლის ივო კარლოვიჩმა კანადური კალგარის ჩელენჯერი მოიგო. ივო გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთლი, რომელმაც ჩელენჯერის ტურნირი ტრიუმფით დაასრულა.

კალგარის ჩელენჯერის ტურნირის ფინალში კარლოვიჩმა ჯორდან ტოპსონი 7:6, 6:3 დაამარცხა.

კარლოვიჩამდე ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი, ვინც ჩელენჯერი მოიგო დიკ ნორმანი (38 წლის) იყო.

კარლოვიჩს კარიერაში, ერთეულთა თანრიგში, 8 ATP-ის ტურნირი აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063509