ფეხბურთი

13:11 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საუკეთესო იყო" - გიორგი ჩაკვეტაძე ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტში“ სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა. 19 წლის ჩვენებური „ოსტენდესთან“ (4:0) მოგებულ მატჩში შეუჩერებელი იყო და გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, ორ საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა.

ისედაც, აქტიური გახლდათ. შედეგად, ლოგიკურია, რომ მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

Voetbalkrant.com-ის ვერსიით, ჩაკვეტაძე „ოსტენდესთან“ შეხვედრაში საუკეთესო იყო და ტურის სიმბოლურშიც ამავე გამოცემამ შეიყვანა.

აქვე გეტყვით, რომ ეს "გენტის" მაისურით გიორგის პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში.

0.137228