რას აღარ გაიგებ კაცი. შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ ასეთი? აბა, ვნახოთ:
„ყაზახეთ-ანდორის (4:0) ერთა ლიგის მატჩის მიმოხილვაში ანდორული BonDia ყაზახებს დაჟინებით უწოდებს ქართველებს“ - წერს ინტენეტპორტალი Sports.kz.
აი, ციტატებიც:
„ქართველთა მწვრთნელმა, რომელიც ბულგარულ ხასკოვოშია დაბადებული, ანდორასთან შეხვედრაში თამაშის სისტემა შეცვალა...“ (შეგახსენებთ, რომ ყაზახებს ბულგარელი სპეციალისტი, სტანიმირ სტოილოვი წვრთნის).
„ქართველები სიამოვნებით აგრძელებდნენ დომინირებას და შეტევას, რათა პირველი გამარჯვება მოეპოვებინათ ერთა ლიგაში...“
„საქართველოში ვიზიტი სასარგებლო იქნება ყველას გრძნობაზე მოსაყვანად...“
საინტერესოა, ეს ადამიანი, სავარაუდოდ, თბილისშიც იქნებოდა საქართველო-ანდორას მატჩზე და ნეტა სად ეგონა თავი?..