ფეხბურთი

13:20 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიამ ისტორიაში პირველად წააგო წელიწადში 6 თამაში

გუშინ, ერთა A ლიგის პირველი ჯგუფის მესამე ტურში, გერმანიის ნაკრები სენ დენიში ტონი კროოსის ადრეული პენალტით უგებდა ფრანგებს, მაგრამ მეორე ტაიმში შესრულებულმა ანტუან გრიზმანის დუბლმა მაინც მსოფლიო ჩემპიონებს გაამარჯვებინა.

ეს ნაციონალმანშაფტის მე-6 მარცხი გახლდათ კალენადრულ წელიწადში. აქამდე ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. მათი მთავარი მწვრთნელის, იოაჰიმ ლიოვის თავზე კი ღრუბლები უფრო მოიქუფრა.

ასევე 2000 წლის შემდეგ, გერმანელებმა პირველად წააგეს ზედიზედ ორ ოფიციალურ მატჩში. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ექს-მსოფლიო ჩემპიონები ჰოლანდიასთან 0:3 განადრგურდნენ.

0.122495