თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გეგელაშვილი (48 კგ.) არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი გახდა.
გეგელაშვილი ფინალში უზბეკ უმიდჯონ ჯალოლოვთან 2:8 დამარცხდა, მანამდე კი, გზიდან კოლუმბიელი არმანდო ზულუაგა კუევასი (12:1) და ნაურუს წარმომადგენელი დაიზიელ დეტუდამო (10:0) ჩამოიცილა.
ამგვარად, ქართული ოლიმპიური დელეგაციის აქტივში უკვე 6 მედალია: 1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო, რაც ოლიმპიადაზე 30-ე მაჩვენებელია.