საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გიორგი გეგელაშვილმა (48 კგ.) არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ფინალში გააღწია და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
გეგელაშვილმა B ჯგუფში კოლუმბიელ არმანდო ზულუაგა კუევასს 12:1 სძლია, ნაურუს წარმომადგენელი დაიზიელ დეტუდამოს კი 10:0 მოუგო.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება, ქართველი მოჭიდავის მეტოქე კი A ჯგუფის გამარჯვებული – უზბეკი უმიდჯონ ჯალოლოვი იქნება, რომელმაც გზიდან სამხრეთაფრიკელი და თურქი მეტოქეები ჩამოიცილა.