ფეხბურთი

15:03 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

86 თამაში და 14 წელი - სან მარინოს ანტირეკორდი

სან მარინოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურში მოლდოვასთან დამარცხდა (0:2) და ანტირეკორდიც დაამყარა. საქმე ისაა, რომ უკვე ზედიზედ 86 თამაშია, რაც არ მოუგია. ბოლოს სან მარინოელებმა გამარჯვება 2004 წლის 28 აპრილს იზეიმეს, როდესაც სპარინგში ლიხტენშტეინს 1:0 აჯობეს.

შედეგად, სან მარინო ანტირეკორდის თანამფლობელი გახდა, რადგან 2004-2016 წლებში საქართველოს ნაკრების დღევანდელ მეტოქეს, ანდორასაც იგივე შედეგი ჰქონდა - 86 მოუგებელი თამაში.

თუმცა, სან მარინოს შანსი აქვს 15 ოქტომბერს ანტირეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდეს. ეს, იმ შემთხვევაში მოხდება, ლუქსემბურგს თუ ვერ დაამარცხებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ხსენებული 86 მატჩიდან სან მარინომ 85 წააგო და ერთადერთხელ გამორჩა ფრეს, 2014 წელს, ესტონეთთან...

0.118666